„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი - შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე იქნება
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი - შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე იქნება

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ შს მინისტრისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე იქნება.

იურისტის ინფორმაციით, შეხვედრას თავად არ ესწრება.

„გუშინდელმა შეხვედრამ დემონსტრანტებშიც და საზოგადოებაშიც გააჩინა ლეგიტიმური კითხვები მის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. დღეს შს მინისტრს ხვდება ორგანიზატორების პატარა ჯგუფი და საუბარი იქნება მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე. ჩვენი განწყობა არის ასეთი, რომ გაიწეროს შეხვედრების პერიოდულობა. დღეს არ იქნება შინაარსში შესვლა. ისეთი გარემო იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში, რომ ყველას უჭირდა ნერვების მოთოკვა, შეიძლება ზედმეტად ემოციურიც იყო ზოგიერთი ადამიანის განცხადება, თუმცა ბექა წიქარიშვილის ლეგიტიმაციის არ არსებობაზე, მგონი, საუბარი არასამართლიანია“, – განაცხადა მახარაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შსს-ში შეხვედრა მიმდინარეობს.