შს მინისტრისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
შს მინისტრისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შსს-ში შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, შეხვედრას ესწრებიან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „თეთრი ხმაურის მოძარობის“ წევრები დავით სუბელიანი, ბექა წიქარიშვილი, სოფიო ვერძეული, „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია და ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი გურამ იმნაძე.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, მსჯელობა მხარეებს შორის მიღწეულ გუშინდელ შეთახმებაზე არ იქნება, რომელიც ეხება როგორც ნარკოტიკების რეფორმას, ასევე 12 მაისს, ღამის კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, კერძოდ, იყო თუ არა ძალის გადამეტების შემთხვევები.

წიქარიშვილის განცხადებით, მსჯელობა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით იქნება, თუ ვინ იქნება ჩართული მოლაპარაკებებში და აღნიშნა, რომ ეს ნდობის ასამაღლებლად არის საჭირო.

„კონკრეტული ადამიანები, ვინ იქნებიან ჩართულნი ამ ფორმატში, ჯერ შეთახმებული არ არის. ამიტომ ეს არის პრინციპული ამბავი, რომ ჩვენ გვქონდეს საზოგადოებასთან საუბრის ლეგიტიმაცია. ნდობის ამაღლების გამო არის ეს შემადგენლობა საჭირო, ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. ჩვენ გვერიდება დალაპარაკება ბევრ ჯგუფთან. აქციაზე არ იმყოფებოდა მხოლოდ „თეთრი ხმაური“ და ძალიან მრავლობითი წარმომადგენლობა, შესაბამისად, ეს უნდა შეთანმდეს ყველასთან ერთად“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

გუშინ, გვიან ღამით მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ პარასკევის ღამის მოვლენებს დღეს გიორგი გახარიასთან ერთად განიხილავენ.