თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 100 მილიონი მოქალაქეა აცრილი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 100 მილიონი მოქალაქეა აცრილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 100 მილიონი ადამიანია აცრილი. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს ის ასი მილიონი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც შემსუბუქდა, რადგან იციან, რომ გრძელი და მძიმე წლის შემდეგ ისინი ვირუსისგან დაცულები არიან“, – განაცხადა თეთრი სახლის პანდემიაზე რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯეფრი ზინტსმა.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აშშ-ში მოსახლეობის 38 %-ს აქვს მიღებული, ერთი დოზით კი 55 %-ია ამ დროისთვის აცრილი.

ამჟამად აშშ-ში 16 წელს ზემოთ ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 33 057 277 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 589 395 ადამიანი.