მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი მთამსვლელების ცხედრები მესტიაში გადაასვენეს.
დაკარგულების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტურისტებთან კავშირი რამდენიმე დღის წინ გაწყდა.