ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების მეორე სერია დაიწყო. პირველი სერიისგან განსხვავებით, ამჯერად, კატალონიაში მზიანი და თბილი ამინდია და გუნდებს შეუძლიათ სრულფასოვანი მუშაობის ჩატარება.
დღის ლიდერი გახდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. “ფერარიმ” აეროდინამიკული ტესტებით დაიწყო, შემდეგ კი წრეების გრძელ სერიებზე გადაერთო.
გავლილი დისტანციის მიხედვით “მერსედესის” პილოტები იყვნენ ლიდერები – ბოტასმა და ჰემილტონმა ერთად 177 წრე დაფარეს. “ფერარისა” და “მერსედესს” სერიოზული ჩავარდნები არ ჰქონიათ – მათი მანქანები საიმედოები და სწრაფები არიან.
ტესტები. I დღე
1. ფეტელი (Ferrari) 1.20,396 (167 წრე)
2. ბოტასი (Mercedes) +0,200 (86)
3. ფერსტაპენი (Red Bull) +0,253 (126)
4. ჰემილტონი (Mercedes) +0,412 (86)
5. გასლი (Toro Rosso) +0,577 (54)
6. მაგნუსენი (Haas) +0,902 (92)
7. ჰიულკენბერგი (Renault) +1,036 (48)
8. საინსი (Renault) +1,059 (91)
9. სიროტკინი (Williams) +1,192 (42)
10. პერესი (Force India) +1,247 (91)
11. ერიქსონი (Sauber) +1,310 (116)
12. ვანდორნი (McLaren) +1,550 (38)
13. სტროლი (Williams) +2,541 (82)