ფერსტაპენს ფორმულა 1-ში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს, ჰემილტონი - მესამეა #1TVSPORT
ფერსტაპენს ფორმულა 1-ში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს, ჰემილტონი - მესამეა #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი 2023 წლის სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრბოლელია.

გამოცემა RacingNews365-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2023 წელს ფორმულა 1-ის პილოტთა ხელფასების შესახებ. რეიტინგში მეორე ადგილზეა „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი, რომელიც 2023 წელს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონზე, ლუის ჰემილტონზე მეტს გამოიმუშავებს.

პილოტების ხელფასები 2023 წლის სეზონში:

  1. მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – 55 მლნ. დოლარი
  2. შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – 36 მლნ
  3. ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – 35 მლნ
  4. ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – 20 მლნ
  5. სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – 10 მლნ
  6. კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – 10 მლნ
  7. ვალტერი ბოტასი (Alfa Romeo, ფინეთი) – 10 მლნ
  8. ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – 8 მლნ
  9. ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – 6 მლნ
  10. ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – 5 მლნ
  11. პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – 5 მლნ
  12. კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – 5 მლნ
  13. ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – 3 მლნ
  14. ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – 2 მლნ
  15. ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – 2 მლნ
  16. ნიკ დე ვრისი (AlphaTauri, ნიდერლანდები) – 2 მლნ
  17. გუანიუი ჟოუ (Alfa Romeo, ჩინეთი) – 2 მლნ
  18. ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – 2 მლნ
  19. იუკი ცუნოდა (AlphaTauri, იაპონია) – 1 მლნ
  20. ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – 1 მლნ