ფერსტაპენს ფორმულა 1-ში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს, ჰემილტონი - მესამეა #1TVSPORT
ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი 2023 წლის სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრბოლელია.
გამოცემა RacingNews365-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2023 წელს ფორმულა 1-ის პილოტთა ხელფასების შესახებ. რეიტინგში მეორე ადგილზეა „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი, რომელიც 2023 წელს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონზე, ლუის ჰემილტონზე მეტს გამოიმუშავებს.
პილოტების ხელფასები 2023 წლის სეზონში:
- მაქს ფერსტაპენი (Red Bull, ნიდერლანდები) – 55 მლნ. დოლარი
- შარლ ლეკლერი (Ferrari, მონაკო) – 36 მლნ
- ლუის ჰემილტონი (Mercedes, ბრიტანეთი) – 35 მლნ
- ლანდო ნორისი (McLaren, ბრიტანეთი) – 20 მლნ
- სერხიო პერესი (Red Bull, მექსიკა) – 10 მლნ
- კარლოს საინსი (Ferrari, ესპანეთი) – 10 მლნ
- ვალტერი ბოტასი (Alfa Romeo, ფინეთი) – 10 მლნ
- ჯორჯ რასელი (Mercedes, ბრიტანეთი) – 8 მლნ
- ესტებან ოკონი (Alpine, საფრანგეთი) – 6 მლნ
- ფერნანდო ალონსო (Aston Martin, ესპანეთი) – 5 მლნ
- პიერ გასლი (Alpine, საფრანგეთი) – 5 მლნ
- კევინ მაგნუსენი (Haas, დანია) – 5 მლნ
- ალექს ალბონი (Williams, ტაილანდი) – 3 მლნ
- ლენს სტროლი (Aston Martin, კანადა) – 2 მლნ
- ნიკო ჰიულკენბერგი (Haas, გერმანია) – 2 მლნ
- ნიკ დე ვრისი (AlphaTauri, ნიდერლანდები) – 2 მლნ
- გუანიუი ჟოუ (Alfa Romeo, ჩინეთი) – 2 მლნ
- ოსკარ პიასტრი (McLaren, ავსტრალია) – 2 მლნ
- იუკი ცუნოდა (AlphaTauri, იაპონია) – 1 მლნ
- ლოგან სარჯენტი (Williams, აშშ) – 1 მლნ