ტერორისტული დაჯგუფება „ჯებხატ ალ-ნუსრას“ მეთაური, აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი სირიაში თავში დაჭრეს. ტელეკომპანია „ალ-ჰადატ“-ის (Al Hadath) ინფორმაციით, დაჯგუფების მეთაური მძიმე ჭრილობებით თურქეთის ჰათაის პროვინციის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ცნობით, 18 თებერვალს სირიის ქალაქ იდლიბში, ალ-ჯულანი ტერორისტული ორგანიზაციის საველე მეთაურების შეკრებაში მონაწილეობდა, როდესაც შენობის მახლობლად ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
„ჯებხატ ალ-ნუსრა“ და მისი მოკავშირეები იდლიბის პროვინციის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ.