აზერბაიჯანის ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაჯგუფება “ხაჩმაზის ჯამაათის” წევრები გაანადგურა
აზერბაიჯანის ანტიტერორისტულმა სამსახურმა დაჯგუფება “ხაჩმაზის ჯამაათის” წევრები გაანადგურა

აზერბაიჯანის ანტიტერორისტულმა სამსახურმა ქვეყნის ჩრდილოეთით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება “ხაჩმაზის ჯამაათის” წევრები გაანადგურა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაჯგუფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა.

მათ სამართალდამცველებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მათი მისამართით სპეცრაზმმა ცეცხლი გახსნა.

ადგილზე სადაც ტერორისტები იმალებოდნენ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩინა.

დატოვე კომენტარი