ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ ლიდერი, ხალიდ ბატარფი იემენში დააკავეს

18:21, 05.02.2021

ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ (AQAP) ლიდერი, ხალიდ ბატარფი გასული წლის ოქტომბერში იემენში დააკავეს – ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული.

მოხსენების ავტორების ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერის მოადგილე, საად ატეფ ალ-ავლაკი იმავე ოპერაციის დროს მოკლეს.

2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხალიდ ბატარფის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 10 მილიონი დოლარი დააწესა. „ალ-ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე“ 2009 წელს ჩამოყალიბდა და ძირითადად იემენში მოქმედებს.

მსგავსი