თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანთიკი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღეს.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, სოფელში ხუთი საკონტროლო პუნქტი განთავსდა და დღესვე დაიწყება ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი. სოფელში 705 ოჯახი ცხოვრობს.
გუშინ, სოფელ ღვანკითში ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შვიდი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. ის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.