დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში წარმატებას ულოცავს.
როგორც ტერეზა მეი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ის ელოდება ახალ პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობას.
„ვულოცავთ ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში წარმატებას. უკრაინის სტაბილურობა მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. მე მოუთმენლად ველოდები თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას. დიიდ ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს“, – აღნიშნა ტერეზა მეიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტი არჩევნებში მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. უკრაინაში ბიულეტენების 96 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,14 პროცენტი აქვს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეტრო პოროშენკომ 24,53 პროცენტი მიიღო.