ტერეზა მეი ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში წარმატებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში წარმატებას ულოცავს.
როგორც ტერეზა მეი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ის ელოდება ახალ პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობას.
„ვულოცავთ ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში წარმატებას. უკრაინის სტაბილურობა მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. მე მოუთმენლად ველოდები თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას. დიიდ ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს“, – აღნიშნა ტერეზა მეიმ.