ტერეზა მეი შაბათს ბრიუსელში დაბრუნდება, რათა ბრექსიტის პირობებზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს
ტერეზა მეი შაბათს ბრიუსელში დაბრუნდება, რათა ბრექსიტის პირობებზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს

ტერეზა მეი შაბათს ბრიუსელში დაბრუნდება, რათა ბრექსიტის პირობებზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბელგიის დედაქალაქში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

„რჩება სულ რამდენიმე საკითხი, რომელზეც შაბათს ვისაუბრებთ, როდესაც ბრიუსელში დავბრუნდები” – განაცხადა ტერეზა მეიმ.

ბრექსიტამდე სულ ოთხი თვე რჩება, თუმცა ევროკავშირი და ლონდონი იმ პირობებზე ვერ თანხმდებიან, რომელთა შესრულებაც მხარეებს მოუწევთ.

შეთანხმების საბოლოო ტექსტი კვირას უნდა შეჯერდეს. ამ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტია დაგეგმილი, რომელიც ბრექსიტს​ ეხება.