ტერეზა მეი საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრას და ბრექსითზე პოზიციის შემსუბუქებაზე საუბარს აპირებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საკუთარ შვებულებას შეამცირებს, რათა საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდეს და მას ბრექსითთან დაკავიშრებით პოზიციის შემსუბუქებაზე ესაუბროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერეზა მეი შვებულებას იტალიაში ატარებს და ახლა საფრანგეთში ჩასვლას გეგმავს.
მაკრონთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ბექსითის შემდეგ საფრანგეთთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაც იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, მეი და მაკრონი ერთმანეთს პარასკევს, საფრანგეთის პრეზიდენტების საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდება.