ტერეზა მეი საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრას და ბრექსითზე პოზიციის შემსუბუქებაზე საუბარს აპირებს

16:33, 01.08.2018

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საკუთარ შვებულებას შეამცირებს, რათა საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდეს და მას ბრექსითთან დაკავიშრებით პოზიციის შემსუბუქებაზე ესაუბროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერეზა მეი შვებულებას იტალიაში ატარებს და ახლა საფრანგეთში ჩასვლას გეგმავს.

მაკრონთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ბექსითის  შემდეგ საფრანგეთთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაც იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მეი და მაკრონი ერთმანეთს პარასკევს, საფრანგეთის პრეზიდენტების საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდება.

მსგავსი