ტერეზა მეი - იმედი მაქვს, ყველა გოგონა, რომელმაც იხილა პრემიერ-მინისტრი ქალი, ახლა დარწმუნებულია, მათი მიზნის მისაღწევად არ არსებობს ლიმიტები
ტერეზა მეიმ დაუნინგ სთრითის 10-დან მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის რანგში ბოლოჯერ მიმართა. მან ახლად არჩეულ პრემიერს, ბორს ჯონსონს წარმატება უსურვა.
„მარტო ვერაფერს მიაღწევ, ამიტომ მადლობა ჩემს კოლეგებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობა დიდი პატივია, წარმატებულ მომავალს გისურვებთ“, – განაცხადა მეიმ.
ტერეზა მეიმ მადლობა გადაუახადა თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ მას ენდობოდნენ და მისცეს შანსი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საპატიო პოსტზე ემსახურა.
„იმედი მაქვს, ყველა გოგონა, რომელმაც იხილა პრემიერ-მინისტრი ქალი, ახლა დარწმუნებულია, რომ მათი მიზნის მისაღწევად არ არსებობს ლიმიტები“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
ტერეზა მეიმ ასევე მადლობა გადაუხადა მეუღლეს და განაცხადა, რომ „უკანა რიგებში“ გადაინაცვლებს და გააგრძელებს ქვეყნის სამსახურში ყოფნას, რათა ბრიტანეთი იყოს ყველას ქვეყანა.