ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გეგმავს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გეგმავს და ქვეყნის ინტერესებში კვლავ რჩება ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევა, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„არა, ჩვენ არ ვემზადებით ვადამდელი არჩევნებისთვის, რადგან ეს არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვცდილობთ ევროკავშირთან კარგი შეთანხმების მიღწევას“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.
ინფორმაცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა.