ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გეგმავს
ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გეგმავს და ქვეყნის ინტერესებში კვლავ რჩება ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევა, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„არა, ჩვენ არ ვემზადებით ვადამდელი არჩევნებისთვის, რადგან ეს არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვცდილობთ ევროკავშირთან კარგი შეთანხმების მიღწევას“, –  განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა.

ინფორმაცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა.