თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეს კვლავ შეფერხდა.
მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ერთ-ერთი შემადგენლობა, ტექნიკური პრობლემის გამო, მგზავრებისგან დაცალეს და ჩიხში გადაიყვანეს, რის გამოც ბაქანზე ხალხმრავლობა იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ აცნობეს, შეფერხება ახალი შემადგენლობის მოსვლამდე, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ ეტაპზე კი, მოძრაობა აღდგენილია.
მსგავსი შემთხვევა თბილისის მეტროპოლიტენში ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა. ანალოგიური ფაქტი იგივე სადგურში გუშინაც დაფიქსირდა.