მეტროპოლიტენში, საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო [ვიდეო]

თბილისის მეტროპოლიტენში დღეს დილით შეფერხება იყო.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მეორე ხაზზე, საიდანაც მგზავრების გადაყვანა საბურთალოს მიმართულებით ხდება, რამდენიმე წუთით მეტროს ბაქანი მგზავრებით მთლიანად გაივსო და მეტროსადგურში ხალხმრავლობა იყო.

საქართველოს პირველი არხი მიზეზის გასარკვევად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საბურთალოს ხაზზე მატარებლის ერთ-ერთი შემადგენლობა ტექნიკური ხარვეზის გამო დაიცალა და ჩიხში შევიდა. აღნიშნული მიზეზით, სადგურზე მგზავრები მატარებლის შემდეგ შემადგენლობას დაელოდნენ.

ამ დროისთვის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.