თემურ კუპატაძე - მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება
თემურ კუპატაძე - მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში ამ დრომდე დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზებაში ბრალდებული პირი.

როგორც კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება.

„გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ფონიჭალაში, ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ათზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დრომდე. ღონისძიება გრძლედება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა, მინიმუმ, გაორმაგდება“, – განაცხადა თემურ კუპატაძემ.

მისივე თქმით, დაკავებულთა შორის არიან როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ქალები.

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე.