ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

11:29, 12.09.2023

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ღონისძიებას ნარკორეალიზატორის დაკავების მიზნით ატარებენ. მიმდინარე ღონისძიებების შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გამთენიისას დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი