ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და დაკავებულია რამდენიმე პირი.

ამასთან, არსებული ცნობებით, სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს.