ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

10:24, 18.05.2023

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თავისუფლების ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს.

არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი.

შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბროძოლისთვის სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

მსგავსი