თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი.
ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.