თემქის დასახლებაში, პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა

12:54, 20.09.2018

თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე პლასტმასის ნედლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, დამწვარია 300 კვადრატული მეტრის ფართობი.

ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მსგავსი