ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მამუკა მდინარაძესთან კომენტარის ჩაწერისას თქვა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მამუკა მდინარაძესთან კომენტარის ჩაწერისას თქვა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან კომენტარის ჩაწერისას თქვა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.

მდინარაძე საუბრობდა შერიგების საკითხზე და კითხვით მიმართა „ფორმულას“ ჟურნალისტს: „თქვენთვის აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან?“ რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა: „კი“.

მამუკა მდინარაძის თქმით, ვინც ამბობს, რომ აფხაზი და ოსი ხალხი არიან საქართველოს მტრები, ყველა ასეთი ადამიანი არის საქართველოს ერთიანობის მტერი.

„ჩემი აზრით, თქვენ ხართ საქართველოს მტერი. ვინც ამბობს, რომ აფხაზი და ოსი ხალხი არიან საქართველოს მტრები, ყველა ასეთი ადამიანი არის საქართველოს ერთიანობის მტერი და ამ ქვეყნის ღალატს ჩადის. ჩვენ უნდა შევძლოთ, დავდგეთ ჩვენს თავზე მაღლა და მოვიხადოთ ბოდიში ურთიერთპატიებისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის და თქვენ ამისი წინააღმდეგები ხართ. თქვენ გინდათ შურისძიება, შურისძიების საფუძველზე გინდათ მტრობა, კიდევ უფრო მეტად გადაკიდება ეთნოსებს შორის, ხალხებს შორის. როგორც ჩანს, ქვეყნის გაერთიანება არ გაწყობთ, რადგან ბოდიშზე როცა არის ლაპარაკი, თქვენ ტყუილის თქმა გიწევთ. გიორგი ანწუხელიძის სახელი და გვარი გასვარეთ თქვენს სიბინძურეში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.