მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილი გახდა რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელიც დავალებების გამტარია, ხალხი ერთმანეთს თავლთხარიას და თაღლითებს ეძახდა და ახლა ერთად უნდა დასვან
ზურაბიშვილი გახდა რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელიც დავალებების გამტარია. ხალხი ერთმანეთს თავლთხარიას და თაღლითებს ეძახდა და ახლა ერთად უნდა დასვან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მას აინტერესებს, როგორ უნდა იმუშაონ ერთ ოფისში იმ ადამიანებმა, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ.
„ზურაბიშვილი გახდა ერთი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელიც, როგორც ჩანს, დავალებების გამტარია, რადგან დღეს დაბარებული ჰყავს ორი პარტია, რომელთანაც ერთი გარანტირებულად ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს, მეორე ეპოტინება ბარიერის გადალახვას. მათ უნდათ გარანტია ამ პარტიების შეერთებით აიღონ. ხალხი, რომელიც ერთმანეთს თავლთხარიას და თაღლითებს ეძახდა, ახლა ერთად უნდა დასვან. ელემენტარული ღირსება თუ გაგაჩნია ადამიანს, არაფერში საერთო რომ არ გაქვთ და ასე ნალანძღი გყავთ ერთმანეთი, თვალებში ხომ უნდა შეხედონ, ერთ ოფისში რომ დასხდებიან და ერთი საქმის კეთებას დაიწყებენ, ძალიან მაინტერესებს, რას აპირებენ.
გახარია რომ გამოდიოდა და არა, რა კოალიციაო, დღემდე ოთხი კოალიცია აქვთ საკრებულოში დალაგებული. „ნაცებთან“ არასდროს გავაკეთებთ კოალიციასო და ესენი კოალიციურ მმართველობაზე რომ ლაპარაკობენ, ჰკითხეთ, რა პასუხი აქვთ, „ლელოსთან“ რომ გაერთიანებიან, „ნაცებთან“ კიდევ უარს ამბოებენ კოალიციაზე? „ლელოსთან“, ანუ „ნაცებთან“ რომ ერთიანდებიან, „ნაცებთან“ კოალიციაზე კიდევ უარს ამბობენ?“ – აღნიშნა მდინარაძემ.