თელავში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის სახლში არავინ იმყოფება, რადგან, როგორც მეზობლები ამბობენ, ოჯახი იქ მხოლოდ ზაფხულში ჩადის.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ასევე, მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სახლში გაუმართავი ელექტროგაყვანილობააა.