თელავში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში ხანძარია

19:20, 29.01.2024

თელავში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის სახლში არავინ იმყოფება, რადგან, როგორც მეზობლები ამბობენ, ოჯახი იქ მხოლოდ ზაფხულში ჩადის.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ასევე, მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სახლში გაუმართავი ელექტროგაყვანილობააა.

მსგავსი