თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი იყო. ადგილობრივებმა ცეცხლი დღის მეორე ნახევარში შენიშნეს და 112-ს დაუკავშირდნენ.
ფშაველი-ლეჩურის თემში თელავის მერის წარმომადგენელი ვალერი აბრამიშვილი ამბობს, რომ ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს მოედო, მოგვიანებით კი ტყის მასივზე გავრცელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა.
ცეცხლის ღია კერა აღარ არსებობს, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველი რჩება, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს დილით განაახლებენ.