თელავში საცხოვრებელი ბინა დაიწვა
თელავში საცხოვრებელი ბინა დაიწვა

თელავში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა დაიწვა.

ბინის მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა მოასწრო. დამწვარია იქ არსებული ავეჯი და ტექნიკა.

მეპატრონის თქმით, სახლში მარტო ცხოვრობს, სიგარეტის მოწევისას ჩაეძინა და ლოგინზე ცეცხლი გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი. მეხანძრე- მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

ხანძრის სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება გამოირიცხა და ამ ეტაპზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.