თელავში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი სახურავს მოედო და მალე შენობაზე გავრცელდა. დაზიანდა იქ არსებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეპატრონემ შენობის დატოვება დროულად შეძლო.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი სავარაუდოდ გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
ვითარებას ადგილზე გაეცნო თელავის მერი. ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების ფორმაზე იმსჯელებს.