თელავში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას გარდაიცვალა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას გარდაიცვალა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველ არხს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, დაშავებულს ამ წუთებში კისრის მალების და მენჯ-ბარძაყის მოტეხილობების დასადგენად კვლევები უტარდება. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თელავში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი მოძრავ გაზგასამართ სადგურს შეეჯახა.