თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თელავში, რუსთაველის გამზირზე „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი მოძრავ გაზგასამართ სადგურს შეეჯახა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მჯდომი ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ავტომანქანიდან მგზავრების გადმოყვანა სამაშველო სამსახურმა სპეცტექნიკის საშუალებით შეძლო.