თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართა

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართა. წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების „კაცია ადამიანი“-ს მიხედვით შექმნილი პიესა.

სპექტაკლი თეატრის ხელმძღვანელობის მიწვევით, რეჟისორმა ლევან წულაძემ (ჭოლა) დადგა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა თელავში მიწვეული რეჟისორი დგამს სპექტაკლს. მანამდე რობერტ სტურუას რეჟისორობით დაიდგა  სპექტაკლი – „ვინ გატეხა ქოთანი“.