საქართველოს პირველი არხის ფილმი „ჯადოსნური ახალი წელი, ანუ ერთი კოცნის ისტორია“ 14 იანვრიდან კინოთეატრში გავა

16:27, 12.01.2022

საქართველოს პირველი არხის ფილმი „ჯადოსნური ახალი წელი, ანუ ერთი კოცნის ისტორია“ 14 იანვრიდან კინოთეატრში გავა. ფილმის სატელევიზიო პრემიერა მაყურებელმა ეთერში 31 დეკემბერს იხილა.

რომანტიკული, მუსიკალური კომედია სიყვარულის ისტორიას და საქართველოს პირველი არხის არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებს აერთიანებს. მაყურებელი ფილმის ყურებისას წარსულში, ანუ იმ დროში იმოგზაურებს, რა დროსაც ეს უნიკალური მასალები და ცნობილი მუსიკალური ნომრები იქმნებოდა.

თანამედროვეობასთან ერთად, ნაჩვენები და გაცოცხლებულია 1960-70-80-90-იანი წლები.

https://www.youtube.com/watch?v=_8MPZcDp8sE

ფილმის რეჟისორები: გიორგი ებრალიძე, ჯაბა მელქაძე; პროდიუსერი: ელენე კოლელიშვილი; როლებში: ნია გუგავა, ლუკა კალატოზიშვილი, კატო კვარაცხელია, კირა ანდრონიკაშვილი, კახა ქორიძე, დათო ევგენიძე, გოჩა კაპანაძე, სლავა ნათენაძე, ეკა მჟავანაძე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

მსგავსი