თბილისში „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა გაიმართა
თბილისში „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა გაიმართა

კავეა სითი მოლში“ მძაფრსიუჟეტიანი ფილმ „ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილის პრემიერა გაიმართა. ფილმის პრემიერა საქართველოში ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე გაიმართა. აშშ-ში პრემიერა 25 ივნისს არის დაგეგმილი.

საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღება 2019 წლის 19 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე გაგრძელდა. გადაღებები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე ქალაქ რუსთავში მიმდინარეობდა. გადაღებები პროექტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოში ელოდნენ, მათ შორის საქართველოში. დღეს იყო „ფორსაჟი 9“-ის ჩვენება, რომლის 10-წუთიანი მონაკვეთის გადაღებები განხორციელდა საქართველოში. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილიონობით ადამიანი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ნახავს თბილისის ქუჩებს, რაც დღეს ალბათ კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის უფასო მარკეტინგული რეკლამა, რომლის მონეტარული შეფასებაც ძალიან რთულია. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი სერიალების, ფილმების, როდესაც კონკრეტულმა ქალაქებმა, ქვეყნებმა საგრძნობლად გაზარდეს ცნობადობა და სწორედ კონკრეტული ფილმის გამო ხდება ქვეყანაში ჩასვლა. ამიტომ, ყველა მოხარული ვართ, რომ ძალიან დიდხნიანი შრომის შედეგად, კომპანია „ენკენის“ მონაწილეობით, სახელმწიფო უწყებების ძალიან აქტიური ჩართულობით და დახმარებით ეს პროექტი თბილისში განხორციელდა. კონკურენტები მრავლად იყვნენ, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ გადაღებები, რითაც კმაყოფილია კომპანია „უნივერსალი“, რადგან ეფექტურად განხორციელდა გადაღება, დაიზოგა ხარჯები და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში დაიხარჯა 25 მილიონი ლარის კვალიფიციური ხარჯი. ეს არის თანხა, რომელიც პირდაპირ შევიდა ქვეყნის ბიუჯეტში. მხოლოდ „ფორსაჟის“ მეშვეობით, ქვეყნის ბიუჯეტში შევიდა სამი მილიონი ლარის გადასახადი, დასაქმდა ბევრი ადამიანი, რომლებმაც მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

დატოვე კომენტარი