თელავის სოფელ შალაურში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მტაცებლებმა თხები დაუგლიჯეს
თელავის სოფელ შალაურში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მტაცებლებმა თხები დაუგლიჯეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მტაცებლებმა თხები დაუგლიჯეს.

მათივე თქმით, შემოდგომიდან გაზაფხულამდე მგლები და ტურები საღამოს საათებში ხშირად ჩნდებიან.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მტაცებლების მოკვლის უფლება არ აქვთ. მათი თქმით, მტაცებლები ყოველ წელს საფრთხეს უქმნიან როგორც პირუტყვებს, ასევე ადამიანებს.