სოფელ ტიბაანში მგლები ადამიანებს თავს დაესხნენ
სოფელ ტიბაანში მგლები ადამიანებს თავს დაესხნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მგლები ადამიანებს თავს დაესხნენ.

მტაცებელმა 65 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლის აივანზე გამთენიისას დაკბინა.  იმავე დღეს მგელი კიდევ ორ ადამიანს დაესხა თავს.

დაშავებულები არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანს აცრა ჩაუტარდათ.

ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სახლში გაწერეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გოგილაშვილის განცხადებით, სოფელ ტიბაანში მოსახლეობის დასაცავად მონადირეების ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ღამე სოფელში იმორიგევებს.