თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა, – ამის შესახებ პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს.

როგორც საქონლის მეპატრონე ვაჟა გოდერძიშვილი აცხადებს, სოფელთან ახლოს, მინდორში საბალახოდ გაშვებული საქონელი რომ ვერ ნახა, ძებნა დაიწყო და ექვსი სული პირუტყვი მოგვიანებით დახოცილი იპოვა.

გოდერძიშვილის განმარტებით, მიყენებული ზარალი 3500 ლარს აჭარბებს.

სოფელ ვარდისუბანში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შინაურ ცხოველებზე მტაცებლების თავდასხმის ფაქტი გასულ ზამთარსაც გამოვლინდა.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან მტაცებელზე ნადირობის ნებართვას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი