თელავის სამხატვრო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავის სამხატვრო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ამის მიზეზად ერთ-ერთი პედაგოგის კორონავირუსით ინფიცირება იქცა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ინფიცირებულის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

ჯერ უცნობია, როდის აღდგება სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესი.