თელავის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც პირველი არხის ჟუნალისტს ადგილობრივებმა განუცხადეს, ხანძრის გაჩენისას სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. თავდაპირველად, ყველა მათგანმა დატოვა შენობა, შემდეგ ერთი-ერთი სახლში შებრუნდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.