თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
თელავი-გომბორის საავტომობილო გზის შუამთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს „ნისანის“ მარკის მსუბუქი მანქანა და „ფორდის“ მარკის სატვირთო შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო მანქანა ამოტრიალდა.
დაშავებული შუახნის მამაკაცები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ავარიის შედეგად რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეფერხდა, თუმცა ამ დროისთვის გომბორის უღელტეხილის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.