საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „თელავგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე იმსჯელა.
შპს „თელავგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს კუბურ მეტრზე 53.018 თეთრს. 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი კუბურ მეტრზე 53.023 თეთრია.
კომპანიისთვის დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი კუბურ მეტრზე 20.444 თეთრის ოდენობით, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა კუბურ მეტრზე 22.592 თეთრი, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 1.895 თეთრით.
ახალი ტარიფები 2020 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ამასთან, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ ტარიფებს სემეკ-ი 30 დეკემბერს დაამტკიცებს.