ტეხასში სერიული მკვლელი მესაზღვრე დააკავეს. მას ბრალად ოთხი სექს მუშაკის მკვლელობა ედება.
ხუან დევიდ ორტიზს პოლიციამ მას შემდეგ მიაგნო, რაც მისმა რიგით მეხუთე მსხვერპლმა გაქცევა მოახერხა. ქალი პოლიციაში მივიდა და მოძალადის შესახებ აცნობა. დამნაშავე მიმალვას შეეცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება ავტოსადგომზე შეძლეს.
ადგილობრივი შერიფის ცნობით, გამოძიება მიიჩნევს, რომ სერიული მკვლელი მარტო მოქმედებდა.
ორტიზმა გასული ორი კვირის განმავლობაში ოთხი ქალი მოკლა. პროკურატურამ მას ბრალი მკვლელობის გარდა, ადამიანის გატაცებაშიც წაუყენა. დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.