ტეხასის შტატში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ხუთი მეზობელი მოკლა
ტეხასის შტატში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ხუთი მეზობელი მოკლა

აშშ-ის ტეხასის შტატში მამაკაცმა ხუთი მეზობელი მოკლა.

გავრცელებული ცნობით, სროლა 38 წლის მამაკაცმა გუშინ, გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაიწყო. მოქალაქეებმა მას სროლის შეწყვეტა სთხოვეს, რასაც ბრალდებულის გაღიზიანება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ მამაკაცმა ხუთი მეზობელი მოკლა, მათ შორისაა 9 წლის ბიჭიც.

ბრალდებული რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავა. პოლიციის ცნობით, ის ერთ-ერთ შენობაში, კარადაში იმალებოდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, პოლიცია ამ დრომდე არკვევს, ეხმარებოდა თუ არა ვინმე ბრალდებულს მიმალვაში.