ტეხასის სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო, ირაკლი ღარბაშვილი ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
ტეხასის სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო, ირაკლი ღარბაშვილი ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, ჩემი და თითოეული ქართველის სახელით. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს,“ – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ბოლო მონაცემებით, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.

დატოვე კომენტარი