ტეხასში, იუსტიციის დეპარტამენტში საჩუქრად გაგზავნილ ბანანის ყუთებში კოკაინი აღმოჩნდა
ტეხასის იუსტიციის დეპარტამენტში საჩუქრად გაგზავნილ ბანანებში 18 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი აღმოჩნდა.
შემთხვევა საპორტო ქალაქ ფრიპორტში მოხდა, სადაც ბანანებით სავსე 45 ყუთი მიიღეს. მათ პატრონი არ გამოუჩნდა და პორტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ბანანები ტეხასის იუსტიციის დეპარტამენტისთვის ეჩუქებინა.
საჩუქრის მიღების დროს ორი სერჟანტი დაინტერესდა, რატომ იყო ორი ყუთი განსხვავებული. მათ ბანანის ყუთებში 540 შეკვრა კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის ღირებულებაც 17,8 მილიონი დოლარია.
„ხანდახან ცხოვრება გთავაზობს ლიმონს, ხანდახან ბანანებს, ხანდახან კი, იმას, რასაც არასდროს ელოდები“, – ნათქვამია ტეხასის იუსტიციის დეპარატამენტის Facebook-ის გვერდზე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.